დაგეგმვისას დაშვებული შეცდომების და ტაქტიკურად ცუდად შესრულების გამო თავდაპირველი გეგმის ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა ოპერაციის კონცეფცია შეცვალა და დონბასზე კონცენტრირებული გახადა.
„ასეთი განსხვავებული პერსონალის საბრძოლო ყოფნა მეტყველებს რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე უკრაინაში და, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ფრაგმენტული სარდლობის შექმნას, რომელიც აგრძელებს რუსეთის ოპერაციების შეფერხებას.“– ნათქვამია ინფორმაციაში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, დაახლოებით 3 500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს.
„უკრაინული ძალები ზაპოროჟიეში სამხრეთიდან რუსეთის პოტენციური თავდასხმის ფონზე თავდაცვისთვის ემზადებიან“, – აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
ბრიტანეთის დაზვერვაში განმარტეს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, „მასკვა“ საკვანძო როლს ასრულებდა, როგორც სამეთაურო ხომალდი, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიმართულებით.