ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ერთვება.
„ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს პოზიციის შენარჩუნება, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები“ - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.