ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„ჩემს უსაფრთხოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. როდესაც ჩემგან მიიღეს უარი ჩამოსვლაზე, გადავიდნენ აქტიურ ფაზაზე და დამიწყეს ფეხზე ჯაჯგური,“- განაცხადა ბესიკ თამლიანმა.
ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან აქციის დროს დააკავეს. ის, ასევე, ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება.