როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, სპეციალისტებმა კორპუსის მდგომარეობა შეაფასეს და შენობის დაშლა ეტაპობრივად მოხდება, რისთვისაც გამოყოფილი თანხა 2 წელზე გადანაწილდება.
„მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
“იმის თაობაზე, ნებართვით იყო თუ უნებართვოდ, მერიაში, ჩვენთან არსებული დოკუმენტაცია არ მოიძებნება, ამის გარკვევას სჭირდება მოძებნა ცენტრალურ არქივში,”- თქვა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
"ბათუმის მერია იქ არანაირ სამუშაოებს არ ახორციელებდა და ამასთან, კორპუსის მდგრადობასა და ამორტიზებულობასთან დაკავშირებით არც განცხადებაა შემოსული", - აცხადებენ მერიაში.