„მათ მთელი თავიანთი არტილერიის, ტანკების კონცენტრირება იქ მოახდინეს, ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა. მტერი დიდ ზარალს განიცდის. მხოლოდ ამ დღეებში, ბახმუტის მიმართულებით, 175 თავდასხმა და 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.“
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის ქალაქ ბახმუტის გარშემო გაჭიანურებულ ბრძოლაშია ჩართული, საპატიმროებში დაქირავებული, ცუდად მომზადებული მებრძოლების მართვის ტაქტიკა შეიმუშავა.