ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ სხვადასხვა ტრენინგები და საინფორმაციო კურსები თანამედროვე სამეწარმეო კულტურის გაცნობისა და ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ.
„საქკაბელის“ პროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ ხარისხის კონტროლის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადის.
„აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა, წარმოდგენილი იყო სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები.
მისივე თქმით, აშშ-ის გარდა, სააგენტო აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტისა და ქართული კომპანიებისთვის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის.