როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრემლიდან მომდინარე პოზიტიური განცხადებები არის თბილისსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნულით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა.
ჯაბაროვმა, რომელიც რუსეთის ფედერაციული საბჭოს თავმჯდომარეს პირველი მოადგილეა, ასევე თქვა, რომ თბილისმა „აეროფლოტის“ ფრენის აღდგენის საკითხი რამდენიმე კვირის წინ წამოჭრა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
„ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.