საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
„ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება გახდება აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა როგორც მაღალ, ასევე სამუშაო დონეზე“ - აცხადებს ახლადდანიშნული ელჩი აშოტ სმბატიანი.