„ბატონი კასიანოვის განცხადება ადასტურებს იმას, რასაც „ხალხის ძალა“ თვეების განმავლობაში ვამბობდით. სამწუხაროდ, ევროპაში, აშშ-ში და უკრაინაშიც უკვე ღიად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა იყოს, რაც საბოლოოდ დაადასტურა კასიანოვმა“
„ჩვენ პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, თუმცა, ჩვენ პირველ რიგში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი”
მამუკა გამყრელიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.