ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ ამერიკა ანაკლიის პორტის პროექტში თავის კომერციულ ინტერესს ვერ ხედავს, რადგან მათ, წლების განმავლობაში ამ პროექტისთვის არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ.
„საზოგადოებას უახლოეს ხანებში მივაწვდით ინფორმაციას, მათ შორის მონაწილე კომპანიების და მათი გამოცდილების შესახებ. ასევე ყველა იმ ინფორმაციას, რაც კომპანიების მხრიდან გამოვითხოვეთ“
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ“.