ადვოკატის განმარტებით, მთავარი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება შეწყვიტოს, თუმცა, ამაზე ის უარს აცხადებს.
პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე გამოკითხეს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ყოფილი მეუღლის ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებას.
ლევან ჩხეიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატ კახა წერეთელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც კახა წერეთელმა განაცხადა, ლევან ჩხეიძის პოლიციის განყოფილებაში დაბარება მის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებს უკავშირდებოდა.