3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალ უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე – 20–25 მეტრი წამში, დღის განმავლობაში ქარის სიჩქარე ,შესაძლოა, 28 მეტრი წამშიც იყოს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12, +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება