საუბრის მთავარი თემა იყო დღეს არსებული აქტუალური პრობლემები, რაც უკავშირდება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს, დემოკრატიის გამოწვევებს ეუთოს რეგიონში, აშშ-ის აქტიურ ჩართულობას ეუთოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.
ვაშაძის განმარტებით, საქართველოს სჭირდება ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სენატორებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესაძლებელია.