უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „მოახდენენ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოუწევთ ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა“, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმიანება.
არესტოვიჩმა ამის შესახებ გადაცემაში მას შემდეგ განაცხადამას, რაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოში 300 000 რუსი ჩავიდა, რაც ქართველებისთვის პრობლემად იქცა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, მობილიზაციის შემდეგ გაწვეული ჯარისკაცები, ლუჰანსკის და ხარკოვის ოლქში გააგზავნეს, სადაც „დანაკლისის აღმოფხვრაა“ აუცილებელი.