რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ის და იაგო ხვიჩია თავიდანვე დანიძლავდნენ, შეასრულებდნენ თუ არა საკუთარ სიტყვას თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი - “ის პოლიტიკოსები, რომელთაც პატიოსნებაზე ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ“.
„ნიკა მელიას რატომღაც მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს, არ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე, ჩავრთავ ტელევიზორს და მოვუსმენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.