როგორც მედია წერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ რუსეთი დათანხმდა, ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, თუმცა, ხელი ჯერ არ მოუწერია.
როგორც მინისტრის მოადგილემ თქვა, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება.