დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების პატიმრობის შეცვლის მიზნით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა. თუმცა, მოსამართლე გიზო უბილავამ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და მუხრან დადვანი პატიმრობაში დატოვა.
„ჯგუფური ძალადობა აქვს წარდგენილი აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ორგანიზატორებად ისინი შერაცხილები არ არიან. არანაირად არ გამოდის ორგანიზატორი დავით კუტალაძე, ამას არც არავინ არ ედავება მას,“ - განაცხადა ადვოკატმა.