დადის ხმები, რომ წელს, ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი Victoria’s Secret საცურაო კოსტიუმების გამოშვებას შეწყვეტს. ექსპერტების ვარაუდით კი, ამ გზით მარკა უბრალოდ ყურადღებას იქცევს, რათა მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.
Victoria's Secret-ის „ანგელოზი“, 22 წლის რუსი წარმოშობის ვიტა სიდორკინა გადამღებ ჯგუფთან ერთად მაიამის სანაპიროს ესტუმრა, სადაც ქალის თეთრეულის ბრენდის საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექციის ფოტოსესია მიმდინარეობს.
სკანდალი ცნობილი ბრენდის გარშემო მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პრესაში მისი „ანგელოზების“ კადრს მიღმა ფოტოები მოხვდა. მათზე მოდელები სულაც არ გამოიყუებიან ისე იდეალურად, როგორც ეს აქამდე წარმოგვედგინა.