LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MacBook Pro

კომპანია Apple Mac-ის ხაზის ახალ კომპიუტერს 27 ოქტომბერს გამოუშვებს. ამის შესახებ გამოცემა Re/code წერს. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ Mac-ზეა საუბარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციით კი საუბარია MacBook Pro-ზე.
MacBook Pro-ს ლეპტოპების მომდევნო თაობა წინა მოდელებისგან განსხვავებული იქნება. ცნობილი ხდება, რომ ახალი მოწყობილობები 13 და 15 დიუიმიანი ეკრანებით, უფრო მსუბუქი და თხელი გახდება. დამატებით კი მათ თითის ანაბეჭდი და მეორე სენსორული OLED-დისპლეი ექნება, რომელიც F1-F12 ღილაკებს შორის განთავსდება.