,,ფორტუნა” ბრენდისთვის ,,ოქროს ტალღა” კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელია

1

,,ოქროს ტალღის” შექმისთვის რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა” კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა – საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტომ ,,პროფილი” ,,ბილთმორ თბილისში“ წარმატებული კომპანიების დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გამართა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ეს პროექტი არ გახლავთ მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალი, ეს არის ქართული ბრენდების წინასაახალწლო ზეიმი, მათი შეხვედრა-გაცნობისა და დაახლოების სივრცე.

,,ამ პროექტის არსებობის მანძილზე, ჩვენს ბაზარზე გამოჩნდა და წარმატებით საქმიანობს მრავალი კომპანია, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. 16 წლის განმავლობაში არაერთი ქართული ბრენდი წარმოვაჩინეთ. არაერთი ქართული ახალი ბრენდისთვის გახდა სტარტი ქართული ბრენდის დღის ჯილდო. და ამის პარალელურად, „ქართული ბრენდის დღე“ თავად იქცა ბრენდად და უკვე საქართველოს ფარგლებსაც გასცდა – გაზაფხულზე იტალიამ გვიმასპინძლა, ნიუ იორკში კი ,,ქართული ბრენდის დღის’’ 15 წლის იუბილე პომპეზურად აღინიშნა”, – აცხადებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილში”.

მათივე ცნობით, ,,ქართული ბრენდის დღე’’ რომ ერთ-ერთი ინოვაციური და აღიარებული პროექტია, ამას ადასტურებს მასში მონაწილე კომპანიების სიმრავლე, მხარდამჭერები, სპონსორები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები და მედიაგამოხმაურებები.

,,ქართულ ბრენდის დღეზე” გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა და მონაწილეობა ხდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით:

*ბრენდის პოზიციონირება
*ცნობადობა
*იმიჯი და რეპუტაცია
*კრეატიულობა
*მარკეტინგული სტრატეგია
*PR სტრატეგია
*მედიასტრატეგია
*სოც. ვალდებულებების სტრატეგია
*ქველმოქმედება-მეცენატობა

აღსანიშნავია, რომ „ქართული ბრენდის დღემ“ წელს მეთექვსმეტედ უმასპინძლა გამარჯვებულ ბრენდებს.  „პროფილი კვლევის“ მიერ გამოვლინდა გამარჯვებული 7 ძირითად ნომინაციაში:
• ლიდერი;
• ნდობა-რეპუტაცია;
• წარმატებული ახალი ბრენდი;
• წარმატებული ტელე-პროექტი;
• წარმატებული მუსიკალური პროექტი;
• წარმატებული საერთაშორისო პროექტი;
• ბრენდ-პერსონა;

აღსანიშნავია, რომ ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ ბრენდების დაჯილდოების ეროვნული დღესასწაული.

„ქართული ბრენდის დღეს“ 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. „ქართული ბრენდის დღე“ ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს. პროექტის არსებობის მანძილზე 500-მდე წარმატებული კომპანია, სხვადასხვა სახის პროექტი, ცეკვისა და სიმღერის გამორჩეული ანსამბლები და პიროვნებები დაჯილდოვდნენ; წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე წარმატებული კომპანია, რამდენიმე საუკეთესო პროექტი და გამორჩეული პიროვნება, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცათ შესაბამისი დიპლომი და სპეციალური პრიზი.

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი: როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა… მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს დამკვიდება ბაზარზე და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება, წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა, ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ – ნაციონალურ დღესასწაულად იქცა.

ელგუჯა მარღია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც „პროფილი“ დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

პროქტის პარტნიორები არიან: საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის მეგობართა კლუბი, ჩარჩოს სახლი ,,პანორამა“, სარეკლამო კომპანია ,,მეგაპრინტი“, ,,ალექსა არტ ქეიქი“. მხარდამჭერები – საქართველოს ბიზნეს რეიტინგების კავშირი, ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი’’, „ქალთა ბედნიერება“, ბელა მეტრეველის კლინიკა, ლივ ჰოსპიტალი. საინფორმაციო მხარდაჭერას კი რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, ,,ტელეიმედი,” „რუსთავი 2“, ჟურნალი „სარკე“, „პრაიმ ტაიმი“, 2020 ნიუსი, ტელეკომპანია პულსი, brandnews.ge , მედიაჰოლდინგი ,,კვირა’’, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, მედიასააგენტო ,,კლიპარტი“ უზრუნველყოფენ.

 

 

„ქართული ბრენდის დღე 2018“ გამარჯვებულები:

ნომინაცია: „წარმატებული ახალი ბრენდი“
1. ,,ახაშენი ღვინის კურორტი’’
2. რძის პროდუქტების კომპანია „შირაქი“
3. კომპანია „ქართული უნიკალურ ღვინო“ ბრენდისათვის „ხაშმის საფერავი“
4. ოსკარ შინდლერის აკადემია ბრენდისათვის „ჯოლბორდი“
5. კომპანია ,,ანასეული” ბრენდისათვის „ოტკა“

ნომინაცია: ,,რეპუტაცია და ნდობა’’

6. ქართული ცეკვის კომპანია „შავლეგო“
7. სასტუმრო ,,აივანი“
8. ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ,,დერმა“
9. კლინიკა „ინოვა“
10. გადაცემა „პულსი“
11. ანსამბლი „შვიდკაცა“
12. საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკი“
13. სასტუმრო კომპლექსი „საირმე რეზორტი“
14. სამშენებლო კომპანია ,,იუნიქს დეველოპმენტი“
15. „ბაბილო ჯგუფი“
16. კომპანია „არგ გრუპი“
17. დიზაინერი მანანა მანია

ნომინაცია „ლიდერი“
18. ღვინის კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი“
19. ფარმაცევტული კომპანია „პეესპე ჯგუფი“
20. ,,ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“
21. პალიტრა მედია ჰოლდინგი
22. კლინიკა ,,ენმედიცი“
23. რადიოჰოლდინგ ,,ფორტუნას” ბრენდისათვის ,,ოქროს ტალღა”
24. „გაგუას კლინიკა“
25. სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“
26. ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“

ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“

27. გადაცემა „რა დროს ძილია?!“
28. მუსიკალური შოუ „მხოლოდ ქართული“
29. რეგიონალური, აჭარის ტელევიზიის გადაცემა ,,დილის ტალღა“

ნომინაცია „ისტორიული ბრენდი“
30. ,,ცისფერი ტრიო’’
31. მოზარდ მაყურებელთა თეატრი

ბრენდ-პერსონა
32. ელდარ შენგელაია

ასევე დაჯილდოვდნენ :
33. თამარ ფხაკაძე მულტიმედიური ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“
34. სპორტული რადიო „ჯაკოს“ გადაცემა „წახნაგები ევა ბაბალაშვილთან ერთად“
35. საერთაშორისო პროექტი ,,წარმატებული ემიგრანტი ქალები“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები