ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები გრძელდება. როგორც ჩანს, გადამღებმა ჯგუფმა ამჯერად, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გადაინაცვლა.
“ფორსაჟის” გადამღები ჯგუფი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. გადარეულან ამ პატარა ქვეყანას რა ავტოდრომი გქონიათო”- წერს ავტოდრომის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისსბუქგვერდზე და ფოტოებსაც ავრცელებს.
„ფორსაჟი 9“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში 19 აგვისტოდან დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე.
გადაღებების გამო, პერიოდულად გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ფორსაჟის გადაღების გამო, ახალი ქუჩები გადაიკეტება