LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორსაჟის გადაღების პირველი კადრები ვაჟა-ფშაველადან [ვიდეო]

6556
ff9

ჰოლივუდური ბლოკბასტერის “ფორსაჟი 9”-ის ეპიზოდების გადაღება თბილისში დღეიდან დაიწყო.

გადაკეტილია ვაჟა ფშაველას გამზირი, სადაც გადასაღები მოედანია მოწყობილი.

ერთ-ერთი ადგილობრივი “ფორტუნას” უგზავნის ვიდეოს, სადაც ეპიზოდის გადაღების მომენტი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ფილმის მთავარი მსახიობები საქართველოში არ ჩამოსულან, მათ მაგივრად კასკადიორები მუშაობენ.

გადაღებებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებების აწყობა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.

გადასაღები მოედანი პირდაპირ ეთერში გაუშვა “ფეისბუქმომხმარებელმა” გიორგი ლაფერაშვილმა.

 

გადაღებებისთვის ძირითადი ადგილები თბილისსა და რუსთავში განისაზღვრა. კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე. 

ყველაფერი „ფორსაჟი 9“-ის გადაღების შესახებ, რომელიც საქართველოში გაიმართება

„აწარმოე საქართველოს“ პრესკონფერენცია ცნობილი ფილმების სერიის „ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის გადაღებების შესახებ ამ წუთებში დასრულდა. გადაღებები პროგრამა „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში გაიმართება.

„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები