LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორსაჟის გადაღებების გამო 10 დღით ვაჟა-ფშაველას ნაწილი ქვეითებისა და ტრანსპორტისთვის გადაიკეტება

325
1549107296-5c558d51105a9

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furios 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო თბილისში, ვაჟა-ფშაველას ნაწილი ქვეითებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანებისთვის ათი დღით გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, 18 აგვისტოს დილის შვიდი საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალება იოანე ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ დელისამდე. მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:

  • ნუცუბიძის ქუჩაზე ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით.

დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები

#21, #24, #34, #47, #49, #51, #54, #66, #87, #88  და  #150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ დელისთან იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

მიკროავტობუსები და ავტობუსები #63 და #99 მეტროსადგურ დელისიდან ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები #6 და #89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ფილმის გადაღებების გამო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე და ქალაქ რუსთავშიც, თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში ჰოლივუდის ფილმს ფორსაჟი 9-ს 10-წუთიან მონაკვეთს საქართველოში გადაიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები