“უნივერსალ ფიქჩერსის” ერთ-ერთ ყველაზე ცნობადი ფილმის Fast & Furious 9-ს მსახიობებს მაიკლ რუკერი შეუერთდა. ინფორმაციას ექსკლუზიურად deadline ავრცელებს. მსახიობი განასახიერებს პერსონაჟს სახელად ბადი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
“ფორსაჟი 9”-ის პრემიერა 2020 წლის 22 მაისს არის დაგეგმილი. ამ დროისთვის გადაღებები ევროპის რამდენიმე ქალაქში და თბილისში ერთდროულად მიმდინარეობს.
ფორსაჟის გადაღების პირველი კადრები ვაჟა-ფშაველადან [ვიდეო]
გადაღებები პროგრამა „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში მიმდინარეობს. მასში ქართული კინოინდუსტრიიდან 400-მდე ადამიანია ჩართული.
სახელმწიფო მიიჩნევს, რომ პროექტი თბილისის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარიზაციას ემსახურება და ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მას ბევრი ტურისტი ეწვევა, ვინაიდან ბლოკბასტერს დიდი ინტერესით ელოდებიან მთელ მსოფლიოში.
საქართველოში ამ პროექტზე რამდენიმე მილიონი დოლარი დაიხარჯება.
„ფორსაჟის“ თბილისური გადაღებები და ყველაზე წარმატებული ხუმრობები