ფილმის “ფორსაჟი 9” ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეოში საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე გადაღებული ეპიზოდებიც მოხვდა.
“უნივერსალ ფიქჩერზმა” ტრეილერი გუშინ გაავრცელა.
ფილმებში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, იორდანა ბრიუსტერი, ტაირი გიბსონი, კრის ბრიჯისი, ნატალი რამსი, ჩარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ჯონ სენა ასრულებენ.
ცნობილია, რომ ფილმი კინოეკრანებზე 22 მაისს გამოვა.
შეგახსენებთ, „ფორსაჟი 9“-ის მეცხრე ნაწილის გადაღებები 18 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა უბნებში მიმდინარეობდა.
საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალი იყო.
გადაღებების დასრულების შემდეგ რეჟისორმა ჯასტინ ლინმა “ტვიტერზე” თბილისს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი ეპიზოდი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ნაწილია.