ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახური 5 ოქტომბრიდან გავა ეთერში.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი “რუსთავი 2-ის” ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილია.
“ფორმულა ნიუსის” ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შორის არიან: სოფო ზურაბიანი, დავით ქაშიაშვილი, მარტა ქურასბედიანი, თამარ ჭავჭავაძე, სოფო ვარდიაშვილი, მაკა ფანქველაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, ნანა ინწკირველი.
წამყვანებს შორის კი არიან სალომე ნინუა, შოთა დიმიტრიშვილი, თამარ დემეტრაშვილი და ელისო ჯარიაშვილი.