LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულას ხუთ გზის ჩემპიონის ფერარი აუქციონიდან გაიყიდება

44

მიმდინარე წლის დეკემბერში RM Sotheby’s-ის აუქციონზე, რომელიც ნიუ იორკში გაიმართება, 1956 წლის Ferrari 290 MM გაიყიდება.

ეს ავტომობილი ”ფორმულა ერთის” ხუთ გზის ჩემპიონის, მანუელ ფანხიოს საკუთრება იყო. მის გაყიდვას 28 მილიონ დოლარად გეგმავენ.

Ferrari 290 MM ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომელიც მწარმოებელმა გამოუშვა. ის სპეციალურად ფანხიოსათვის ააწყეს. 1956 წელს ამ ავტომობილით მრბოლელმა ”Mille Miglia”-ს გამძლეობის რბოლაში მიიღო მონაწილეობა და მეოთხე პოზიცია დაიკავა.

12181864_896605867060583_974015230_n

12179275_896605860393917_1506678661_n

12170736_896605863727250_1828598548_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები