LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულაა თუ ავტობუსი: ჰემილტონს სწრაფი მანქანა უნდა და არ მძიმე

36

“მერსედესის” პილოტი ლუის ჰემილტონი უკმაყოფილოა „ფორმულა 1“-ის ტექნიკური რეგლამენტით, რომელიც 2018 წლის სეზონში კიდევ უფრო ხისტი გახდება.

2017 წელს, ბევრი გუნდი და პილოტი სეზონის მეორე ნახევარში მნიშვნელოვან ჯარიმებს იღებდა ძრავის ელემენტების შეცვლის გამო, ამიტომაც, იძულებულნი იყვნენ, დაეზოგათ ძალისმიერი აგრეგატის რესურსი.

“მომდევნო წელს, კიდევ უფრო უარესი იქნება, – აცხადებს ჰემილტონი, – 21 გრანპრი უნდა გავიაროთ სამი ძრავით. დაცვის ახალი სისტემის გამო, მანქანები წონაც გაიზრდება. ფაქტობრივად, ავტობუსის მძღოლები გავხდებით. არადა, ჩვენ გვინდა სწრაფი ავტომობილები ვმართოთ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები