LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორმულა კრეატივის“ განცხადება – „ვქმნით ახალ მედიაპლატფორმას!..“

707
irakli-saghinadze-news18

„ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი და „ფორმულა კრეატივის“ წარმომადგენელი, ირაკლი საღინაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც ადასტურებს, რომ მათი კომპანია ახალ მედიაპლატფორმას ხსნის.

გთავაზობთ სტატუსს:

„ფორმულა კრეატივის“ განცხადება!!!!

დღეს ქვეყანაში შემქნილი პოლიტიკური ვითარება და აშკარად გაძლიერებული რუსული პროპაგანდა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებას, თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებებს.

ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს მთელი მედია სივრცე და ჩაახშოს კრიტიკული აზრი. მოქალაქეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ მრავალმხრივი და სრულფასოვანი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ეჭვქვეშ დგას კონსტიტუციით დეკლარირებული დასავლური ღირებულებები.

კომპანია “ფორმულა კრეატივი” თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ მედიაპლატფორმას. გვაქვს სურვილი და ვალდებულება შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედიასაშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზებული მომავალი.

Misha Mshvildadze“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები