LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა ერთის ყველა ავარია ერთ ვიდეოში გაერთიანდა

21

YouTube-ზე hutterjoel-ის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც, როგორც ირწმუნებიან, 2016 წლის სეზონის ფორმულა ერთის ყველა ავარიაა თავმოყრილი. რგოლი 12 წუთზე მეტ ხანს გრძელდება და აერთიანებს როგორც ბოლიდების ერთმანეთთან შეჯახების ამსახველ კადრებს, ისე პილოტების შედომებს.

2016 წლის სეზონი ნოემბრის ბოლოს, აბუ დაბიში გამართული რბოლით დასრულდა. გრან პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო, თუმცა ჩემპიონის ტიტული Mercedes-AMG-ის პილოტს, ნიკო როსბერგს ერგო. მართალია ფინიშთან მეორე მივიდა, თუმცა ქულები ეყო იმისათვის, რომ პირად ანგარიშში ჰემილტონისთვის გაესწრო. Mercedes-AMG-ის გუნდი ასევე კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებულიც გახდა.

2017 წლის სეზონი ავსტრალიაში, 26 მარტს დაიწყება. საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ფორმულა ერთის 2017 წლის კალენდრის საბოლოო ვერსია უკვე გამოაქვეყნა.

https://www.youtube.com/watch?v=j7qpv-zw5iQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები