LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა 1-ში ლამაზი ქალები აღარ იქნებიან

47

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უარი თქვას Grid Girls-ის მრავალწლიანი ტრადიციაზე. როგორც “სამეფო რბოლების” ოფიციალური ვებგვერდი წერს, ეს გადაწყვეტილება ეხება ყველა სხვა საავტომობილო სერიას, რომელიც “გრან-პრის” ეგიდით ტარდება – “ფორმულა 2” და GP3.

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, რომელიც აუცილებლად შეცვლას საჭიროებდა, არ შეესაბამებოდა ახალი ხელმძღვანელობის ხედვას”, – განაცხადა ფორმულა 1-ის კომერციულმა დირექტორმა შონ ბრატჩესმა.

ბრატჩესმა განმარტა, რომ Grid Girls არ შეესაბამება ბრენდის ღირებულებებს და აშკარა წინააღმდეგობაშია თანამედროვე სოციალურ ნორმებთან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ფორმულა 1-ში არ მიაჩნიათ მსგავსი პრაქტიკა შესაფერისად ჩემპიონატისთვის და ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრებისთვის.

1960-იანი წლებიდან მოყოლებული Grid Girls ფორმულა 1-ის განუყოფელი ნაწილი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები