LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფორმულა 1”-ის ბოლიდი სამთო კურორტზე (ვიდეო)

20

რედბული რომ ”აფრთიანებს” ამას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ ”ფორმულა 1”-ის ბოლიდს თუ სამთო კურორტზე ვიხილავდით, ნამდვილად არავის ეგონა.

რედბული მუდამ ექსტრემალური სპორტის სახეობების ერთ-ერთი მხარდამჭერი კომპანიაა, შესაბამისად მათი ლოგოს ექსტრემალურ სიტუაციებში პოვნა ძალიან მარტივია. სწორედ რედბულის ”ფორმულა 1”-ის გუნდის მრბოლელი, მაქს ფესტაპენი იღებდა  მონაწილეობდა სათხილამურო კურორტზე სტრეიფზე მიმდინარე გადაღებებში, Red Bull Snow Run Show-ს ფარგლებში.

ბოლიდის კურორტზე გამოჩენამ მაყურებელთა შორის დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. ჯაჭვებით ”მორთულმა” ბოლიდმა სათხილამურო გზას რამდენიმე წრე დაარტყა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. თავად მრბოლელმა კი აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ეს ყველაზე უცნაური გზა იყო, რაც კი როდესმე გაუვლია…

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები