LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფორდის” ცენტრი თბილისში განახლებულ სალონს გახსნის

764

”ფორდის” ცენტრი თბილისში განახლებულ სალონს გახსნის. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს ღონისძიებას ”ფორდის” ევროპის რეგიონური დირექტორი და ევროპის 30 სხვადასხვა ქვეყნის ”ფორდის” წარმომადგენლობების გენერალური დირექტორები დაესწრებიან.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება დღეს, 16:00 საათზე, ”ფორდის” ცნეტრში, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ -ში გაიმართება.

”ფორდის” გლობალური იმპორტიორი საქართველოში კომპანია ”ჯი თი მოტორსია”, რომელიც 2007  წლის   14   მარტს   დაარსდა  ”ჯი თი გრუფის” მიერ  და   მისი   საქმიანობის   ძირითადი მიმართულებაა   ავტომობილებითა   და   სათადარიგო   ნაწილებით   ვაჭრობა და სერვისი.

”ჯი თი მოტორსი”   ”ფორდის” დისტრიბუციას 2008  წლიდან ახორციელებს.  ევროპული   და   ამერიკული   წარმოების  ”ფორდის”    სამოდელო   გამა  საკმაოდ   დიდი   და   მრავალფეროვანია.   შესაბამისად, მომხმარებლებმა   შეიძლება   შეიძინონ,   როგორც   მსუბუქი, წარმომადგენლობითი, უგზოობის და სხვა ტიპის ავტომობილები, ასევე კომერციული   ტრანსპორტი.   ევროპული   წარმოების   ავტომობილებზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია გარბენის შეუზღუდავად, ხოლო ამერიკული წარმოების მოდელებზე კი 3 წელი, ან 100 ათასი კილომეტრი  გარბენი. ამავდროულად   აღსანიშნავია,  რომ   გარანტია   ვრცელდება   არა  მხოლოდ ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე,  არამედ სავალ ნაწილზეც და თითქმის ყველა   კვანძზე,   რომელიც   უზრუნველყოფს   ავტომობილის   გამართულობას  . ცენტრში   შეძენილ   და   დამონტაჟებულ   ნებისმიერ   დეტალზეც   ერთწლიანი გარანტია ვრცელდება.

2009   წლიდან   კომპანია  ”ჯი თი მოტორსი” მიკროავტობუსებზე   და კომერციულ   ტრანსპორტზე   ქარხნული   წესით   აწარმოებს   მაცივარ-დანადგარების დამონტაჟებას. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს , ხელი შეუწყოს  თავის  მუდმივ კლიენტებს   და   მათ   მაღალი   ხარისხის   სათადარიგო   დეტალებსა   და სერვისსაც სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები