LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფორდების” ყველაზე გრძელი კოლონა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

80

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, Ford-ის მარკის ავტომობილების ყველაზე გრძელი კოლონის რეკორდი დამყარდა. 3,2 კილომეტრზე გაჭიმულ კოლონაში, რომელმაც დაახლოებით 20 კილომეტრი გაიარა, ახალ მანქანებთან ერთად ისეთი კლასიკური მოდელებიც იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა 1930-იანი წლების  Model A, კუპე Thunderbird და სპორტული Cobra.

აღლუმში 2 300-მდე ”ფორდი” მონაწილეობდა, თუმცა საბოლოო ანგარიშში მხოლოდ 1 527 ავტომობილი მოხვდა, რადგან დანარჩენი სატრანსპორტო საშუალება მსუბუქ ავტომობილად არ დაფიქსირდა.

მართალია, ახალი რეკორდი ორჯერ აღემატება აშშ-ში, 2014 წელს დამყარებულ რეკორდს (829 ავტომობილი), მაგრამ ეს მაინც არაა გინესის წიგნის ყველაზე გრძელი კოლონა, რადგან ჯერჯერობით დაუძლეველი მიღწევად 2015 წელს, პენსელვანიის შტატში 2 420 Jeep-ის მარკის ავტომობილების რეკორდი რჩება.

4e9f2b5262822f6a2d8767ba24e5519d3f643b08
29c215675b8a6b0d4425cf4563042e98395c3196
8550d2c88aef3a01fdcc8ec52228bcfb177000f9
ceb0d2a1e9becdd12e45f00d17a8cd01ccf82a42