LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ყოველ 30 წამში ერთ პიკაპს ყიდის

53

შტატებში კომპანიები ford, General motors და Ram დღეში საშუალოდ 6500 ჯიპს ყიდიან. შესაბამისად, ამერიკის ყველა შტატში დღეში 130 ასეთ ავტომობილს ყიდულობენ.

გამოცემა „Automotive News Data Center“-ის ინფორმაციით, რეკორდსმენი Ford F-150-ია და ყოველ წუთში ავტოსალონიდან ორი ასეთი ავტომობილი გადის. აღნიშნული მოდელი იმდენად პოპულარულია, რომ კომპანია ყოველდღიურად 2452 პიკაპის რეალიზებას ახდენს. მთელი ამერიკის მასშტაბით ყოველ საათში 102 ასეთი ავტომობილი იყიდება. რაც შეეხება Chevrolet-ს ის ყოველ საათში 59 ავტომობილს ყიდის. დამატებით 69 პიკაპს კი Ram ასხვისებს. იაპონური მწარმოებლები Nissan და toyota ჯამში დღეში 500-მდე მანქანას ყიდიან.

და ბოლოს, რაც შეეხება ford-ს, ის უკვე 40 წელია რაც ყველაზე მოთხოვნად მოდელად რჩება და გამონაკლისი არც 2017 წელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები