LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ს სურს ამანათები ჰაერიდან მოგვაწოდოს

38

კომპანია Ford-მა 2017 წლის ბარსელონაში მსოფლიო მობილურ კონგრესზე მიწოდების ავტონომიური სერვისის Autolivery-ს კონცეფცია წარმოადგინა.

ახალი სერვისი Ford-ის თანამშრომელბმა კონკურს Last Mile Mobility Challenge-ის ფარგლებში შეიმუშავეს. სერვისი Autolivery ითვალისწინებს უპილოტო სატვირთოებისა  და დრონების ერთობლივ გამოყენებას, რამაც ქალაქებში მობილურობა უნდა გაზარდოს.

ფორდელების ჩანაფიქრით, ავტონომიურ ფურგონებს ნებისმიერი ტვირთის მიტანა შეეძლებათ – დაწყებული პროდუქტებიდან მედიკამენტებით დასრულებული. დრონები საქმეში მაშინ ჩაერთვებიან, როდესაც ავტომობილისთვის მისვლა გართულდება და ისინი ტვირთს ჰაერში აწევენ, მაგალითად მაღალ სართულებზე, ან იქ, სადაც პარკირება არ შეიძლება.

Ford-ში აღნიშნეს, რომ ექსპერტების მონაცემებით, გასულ წელს ევროპელმა მზღოლებმა საცობებში 91 საათი გაატარეს. ”მსგავსი სერვისების გაჩენა კი ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებენ” – ამბობენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები