LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang შემთხვევით „სამშობიარო სახლად“ გადაიქცა

48
ford-mustang

გარდა იმისა, რომ ელექტრომობილი სატრანსპორტო საშუალების როლს ასრულებს, ენერგიით ამარაგებს სახლს თუ სხვა, საჭიროების შემთხვევაში ბავშვის დაბადების ადგილადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამაში პირადად დარწმუნდა დანიელი ოჯახური წყვილი, რომელთა მეორე შვილიც პირდაპირ ახალი კროსოვერის Mustang Mach-E-ს სალონში დაიბადა.

როდესაც ორსულ კრისტინა ვიგსტედს მუცელი ასტკივდა, მან და მისმა მეუღლემ, იენსმა ჩათვალეს, რომ საავადმყოფომდე მისასვლელად საკმარისი დრო ჰქონდათ. წყვილის პირველი შვილი 48 საათიანი მშობიარობის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. თუმცა, ამჯერად ყველაფერი განსხვავებული სცენარით განვითარდა.

კრისტინას მშობიარობა პირდაპირ Ford Mustang-ის სალონში დაეწყო. მამა იძულებული გახდა ავტომობილი გაეჩერებინა და ცოლს დახმარებოდა. მამაკაცს მითითებებს ტელეფონით ექიმი აძლევდა.

შედეგად გაჩნდა ბიჭუნა, რომელსაც სახელად დევიდი დაარქვეს. დედაც და ბავშვიც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები