ტენესის შტატში, ქალაქ მემფისის პოლიცია ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის თვითმხილველებს ეძებს. შუა ღამეს, უცნობმა მძღოლმა რომელიც ცისფერ Ford Mustang-ს მართავდა, ერთ-ერთ პარკინგზე Chevrolet Corvette შენიშნა და მძღოლს შეჯიბრება შესთავაზა. „კორვეტის“ მძღოლმა რბოლაზე უარი განაცხადა და მაშინვე რამდენიმე ტყვია მიიღო.
პოლიციის ადგილობრივი დეპარტამენტის ინფორმაციით, პარკინგზე მომხდარი სიტყვიერი შეკამათების შემდეგ ორი ავტომობილი ადგილიდან დაიძრა. რამდენიმე წუთში Ford-ის მძღოლმა იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა. დაზარალებულის მდგომარეობა უცნობია და პოლიციამ საქმეს დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმის კლასიფიკაცია მისცა.
„დამნაშავე“ Mustang-ში მინიმუმ ორი ადამიანი იმყოფებოდა, რისი დადგენაც საგზაო კამერების დახმარებით მოხერხდა. თუმცა მათი ვინაობა ჯერ-ჯერობით დასაზუსტებელია, სწორედ ამიტომ ისინი დღემდე თავისუფლები არიან.