LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა განსაკუთრებული Mustang 50 წლის წინანდელ ფილმს მიუძღვნა

18

კომპანია Ford-მა, დეტროიტის ავტოსალონზე კუპე Mustang-ის განსაკუთრებული ვერსია Bullit წარმოადგინა. სახლე 50 წლის წინ გამოშვებულ ფილმს, „ბულიტს“ ეძღვნება, სადაც სტივ მაქქუინი თამაშობს მთავარ როლს. ავტომობილმა ძარის უნიკალური შეფერილობა და გაძლიერებული ძრავი მიიღო.

Mustang Bullit აღჭურვილია 5,0 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V8 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 482 ცხენის ძალაა. ძრავი ექვს საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ორკარიანი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 262 კილომეტრია.

Ford Mustang Bullit-ის აღჭურვილობათა პაკეტში შედის ტყავით გაწყობილი საჭე გამათბობელით, Recaro-ს სპორტული სავარძლები, 12 დიუიმიანი მოწყობილობათა პანელი, 19 დიუიმიანი დისკები, Brembo-ს დისკები და გაუმჯობესებული აუდიო სისტემა. როდის დაიწყება განსაკუთრებული Mustang-ის გაყიდვები და რა ეღირება, უცნობია.

1968 წელს ფილმის გადაღებებში ორი Mustang GT390 იღებდა მონაწილეობას. გასული წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი მათგანი მექსიკის უდაბნოში ნაგავსაყრელზე იპოვეს. ავტომობილის იდენტიფიცირება ორიგინალი მწვანე საღებავის, უსაფრთხოების კარკასის კვალითა და იატაკზე არსებული ხვრელის საშუალებით მოახერხეს, რომელიც გენერატორის გამონაბოლქვის მილისთვის იყო განკუთვნილი, რაც გადაღებებისას მოწყობილობათა პანელის განათებას უზრუნველყოფდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები