LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის დილერთა ნახევარზე მეტი 2024 წელს ელექტროქარების გაყიდვაზე უარს აცხადებს

113
ford

Ford-ის დილერთა ნახევარი 2024 წელს ელექტროქარების გაყიდვაზე უარს აცხადებს. ამ ინფორმაციას თავად კომპანიაშიც ადასტურებენ და აზუსტებენ, რომ დილერთა უმრავლესობა შიდა წვის ძრავის და ჰიბრიდული აგრეგატის მქონე ავტომობილების გაყიდვაზეა ორიენტირებული.

ავტომწარმოებელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკელთა 86% Ford-ის სადილერო ცენტრებიდან 30 კილომეტრში ცხოვრობს, ამიტომ ავტომობილის შეძენა თუ შემდგომი სერვისი ძალიან მარტივია. წარსულში Ford-მა სადილერო ცენტრებს მოთხოვნები შეუმცირა, ამიერიდან კი დასამუხტი სადგურებისთვის გაღებული ინვესტიციებიც შემცირდება.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, „ელემენტებიან“ მოდელებზე მოთხოვნა ძალიანაა შემცირებული და დილერებიც მათ გაყიდვაზე უარს აცხადებენ. ეს ბიზნესი მომგებიანი აღარ არის, ამიტომ ავტომწარმოებელი სამოდელო ხაზის ელექტროფიკაციას ნელ-ნელა შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები