კომპანია Ford-მა აშშ-ში 3500 Focus RS გაყიდა. გაყიდვები 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და გამოდის, რომ საშუალოდ დღეში 16 Focus RS იყიდებოდა.
Focus RS-ში აღნიშნეს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნით მოდელი კალიფორნიაში სარგებლობს, სადაც 627 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა, მეორე ადგილზე მიჩიგანის შტატია – გაყიდული 256 ავტომობილით, ყველაზე პოპულარულ შტატებში ასევე ტეხასი, ფლორიდა და პენსილვანია შედიან.
ახალი Ford Focus RS 2015 წელს გამოჩნდა. ავტომობილის საშუალო ფასი 42 351 დოლარია, რაც საბაზო Focus RS-ის ღირებულებას 6 000 დოლარით აღემატება. მყიდველების 32%-მა ნაცრისფერი Stealth Gray აირჩია, 30%-მა კი უპირატესობა ლურჯ Nitrous Blue-ს მიანიჭა, შავი Shadow Black 20%-მა ამჯობინა, ხოლო თეთრი Frozen White კლიენტების 18%-მა აირჩია.