LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ათი ათასობით მანქანას უკან იწვევს. მიზეზი ძრავების აალებაა

39
ford

Ford Motor Company-მ უკან გამოწვევის მასშტაბური კამპანია დაიწყო. სასწრაფოდ უნდა შეკეთდეს 39 ათასი Ford Expedition და Lincoln Navigator, მოდელები რომლებიც 2021 წელსაა გამოშვებული. აქცია საკმაოდ საშიშ პრობლემას უკავშირდება: ავტომობილების ძრავა შესაძლოა მოულოდნელად აალდეს. თანაც ცეცხლი კაპოტის ქვეშ შესაძლოა როგორც მოძრაობისას გაჩნდეს, ასევე მაშინ როცა ძრავა საერთოდ გამორთულია. უკვე  16 ასეთი ფაქტია ცნობილი და თითოეულის მიზეზის დადგენა Ford-ის ექსპერტებს მოუწევთ.

ამჟამად Ford ორივე ზემოთ აღნიშნული მოდელის მფლობელებს ურჩევს, რომ მანქანები მხოლოდ ღია პარკინგზე დატოვონ, თანაც შენობებისგან მოშორებით, რათა ცეცხლი შემთხვევით მათზე არ გავრცელდეს.

რაც შეეხება დაფიქსირებული აალების შემთხვევებს, საბედნიეროდ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოწვევის კამპანია, რომელიც Ford-მა ამ კვირაში დააანონსა, მანამდე სერვისი 2016 წელს გამოშვებულ 310 ათას Super Duty F-250-ს, F-350-ს, F-450-სა და F-550-ს შეეხო. პიკაპების შემთხვევაში მძღოლის უსაფრთხოების ბალიშის არასწორად გახსნის რისკი იყო მაღალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები