„ფორდი“ იძულებული გახდა, ახალი ავტომობილების წარმოება ორ საწარმოში, კენტუკის და ოჰაიოს შტატებში გაეჩერებინა. ეს საწარმოები Expedition-ს, Super Duty-სა და Lincoln Navigation-ს უშვებდნენ. მიზეზი ზუსტად იგივეა, რაც ადრე – კონცერნი ელექტრონული კომპონენტების სიმცირეს განიცდის, რაც მიკროჩიპების გლობალური დეფიციტს ფონზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
როგორც გამოცემა AutoEvolution იუწყება, „ფორდი“ ჯერ-ჯერობით არ აზუსტებს, თუ რამდენი მანქანის გამოშვება შეუძლია კვირის განმავლობაში. ამასთან, კომპანია ამჟამად პრიორიტეტს ყველაზე მოთხოვნად მოდელებს ანიჭებს, სხვა მანქანების მიწოდების ვადები კი უსასრულოდ იწელება.
ექსპერტთა პროგნოზით, დეტალების სიმცირის პრობლემა ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში მოგვარდება, მანამდე კი პრობლემა კვლავ აქტუალური დარჩება.