„ფორბსმა“ უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი, ტეილორ სვიფტი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის ამ სიაში პირველად შეიყვანეს. მუსიკოსი $1,1 მილიარდს ფლობს. შეგახსენებთ, პოპ ვარსკვლავის მილიარდერობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა მისი ახალი სტატუსის შესახებ Bloomberg-მა დაწერა.
ცნობისთვის, სვიფტის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, ისტორიაში პირველი საგასტროლო ტური გახდა, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმის შემოსავალმა კი $260 მილიონზე მეტი შეადგინა.
„ფორბსის“ მილიარდერთა წლევანდელი ათეული ასე გამოიყურება:
- ბერნარ არნო და მისი ოჯახი – $233 მილიარდი
- ილონ მასკი – 195 მილიარდი
- ჯეფ ბეზოსი – 194 მილიარდი
- მარკ ზაკერბერგი -177 მილიარდი
- ლარი ელისონი – 141 მილიარდი
- უორენ ბაფეტი – 133 მილიარდი
- ბილ გეიტსი – 128 მილიარდი
- სტივ ბალმერი -121 მილიარდი
- მუკეშ ამბანი – 116 მილიარდი
- ლარი პეიჯი -114 მილიარდი
ტეილორ სვიფტის ალბომმა ჩარტებში ელვის პრესლის რეკორდი მოხსნა!..
„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა