LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორბსმა მესიო: ლეო პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

52
lionel-messi-tops-2019-forbes-world-s-highest-paid-athletes-list

პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლეო მესი ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორსტმენია.

გამოცემის მონაცემებით, 2021 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე ფეხბურთელმა 130 მილიონი დოლარი იშოვა, აქედან 75 მლნ – ხელფასია, 55 მლნ – სარეკლამო და სასპონსორო შეთანხმებებიდან მიღებული ფული.

მეორე ლებრონ ჯეიმსია, რომელიც ყველაზე შემოსავლიანების რეიტინგში პირველ ადგილზე სხვა მონაცემებით გავიდა.

რა ფულს შოულობენ: ნახე 2022 წლის ყველაზე მდიდარი სპორტსმენები

ათეულში 4 კალათბურთელი მოხვდა, 3 ფეხბურთელი, 1 მოკრივე, 1 ჩოგბურთელი და ერთიც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე.

აი ისინიც:

1. ლიონელ მესი (ფეხბურთი, პსჟ) — 130 მლნ დოლარი

2. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, „ლეიკერსი“) — 121,2 მლნ დოლარი

3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი, „მანჩესტერი“) — 115 მლნ დოლარი

4. ნეიმარი (ფეხბურთი, პსჟ) — 95 მლნ დოლარი

5. სტეფ კარი (კალათბურთი, „გოლდენ სტეიტი“) — 92,8 მლნ დოლარი

6. კევინ დურანტი (კალათბურთი, „ბრუკლინი“) — 92,1 მლნ დოლარი

7. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) — 90,7 მლნ დოლარი

8. საულ ალვარესი (კრივი) — 90 მლნ დოლარი

9. ტომ ბრედი (ამერიკული ფეხბურთი, «Тампа-Бэй») — 83,9 მლნ დოლარი

10. იანის ადეტოკუნბო (კალათბურთი, „მილუოკი“) — 80,9 მლნ დოლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები