LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსმა“ 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გამოავლინა

102

კაპიტან ამერიკას როლის შემსრულებელი, კრის ევანსი, „ფორბსის“ ვერსიით, 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. როგორც ექსპერტებმა დაითვალეს, ყოველ დახარჯულ დოლარზე ევანსს სტუდიებითვის 135,8 დოლარი მოაქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგს ის უკვე მეორე წელია ლიდერობს.

მეორე ადგილზე კრის პრეტი („გალაქტიკის მცველები“, „იურული პერიოდის სამყარო“) იმყოფება, რომელიც ყოველ დახარჯულ 1 დოლარზე 125,4 დოლარს გამოიმუშავებს.

მესამე ადგილზე სკარლეტ იოჰანსონი გავიდა 88,6 დოლარით.

დანარჩენ ადგილებზე იმყოფებიან: მილა კუნისი (49,5 დოლარი), ვინ დიზელი (32 დოლარი), ჯენიფერ ენისტონი (27,8), ბენ აფლეკი (20,1), რობერტ დაუნი-უმცროსი (18,4), მეტ დეიმონი და ჯენიფერ ლოურენსი (17,7).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები