LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორბსი: ბედნიერების ყიდვა შესაძლებელია

96
forbesnews

ყველას კარგად ახსოვს “ბითლზის” ჰიტი, სადაც ისინი მღერიან იმაზე, რომ სიყვარულის ყიდვა შეუძლებელია. შესაძლოა ეს ასეც იყოს, თუმცა ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ სიყვარულისაგან განსხვავებით, ბედნიერების ყიდვა ნამდვილად შესაძლებელია და ბედნიერების ინდექსი ხელფასის ზრდასთან ერთად იმატებს.

2010 წელს ფსიქოლოგმა დანიელ კენემანმა და ეკონომისტმა ანგუს დიტონმა (ორივე მათგანმა მოიგო ნობელის პრემია ეკონომიკაში) ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც იყო გამოერკვია თუ რა როლს ასრულებდა ფინანსები ადამიანის ემოციურ ცხოვრებაში.

მათ უნდა დაედგინათ, თუ როგორ გავლენას ახდენს შემოსავლები ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ემოციებზე, სიხარულზე, მწუხარებისა და სტრესის შეგრძნებებზე. კვლევას ასევე უნდა გაეცა პასუხი კითხვისათვის – რას ფიქრობენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებაზე გამომდინარე ფინანსური მდგომარეობიდან.

კვლევამ დაადგინა, რომ შემოსავლის ზრდა გარკვეულ ზღვრამდე მართლაც აისახებოდა ადამიანების როგორც ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე თვითშეფასებაზე. ხელფასის მატებასთან ერთად, ისინი სულ უფრო კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი ცხოვრებით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი ხელფასი წელიწადში 75 000 დოლარზე მაღალი იყო, მისი მატება მნიშვნელოვან გავლენას ვეღარ ახდენდა ხასიათსა და განწყობაზე. კვლევის ავტორების თქმით ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა იციან გარკვეული ზღვარი, რომლის შემდეგაც მათი ცხოვრებით კმაყოფილება უკვე აღარ არის დამოკიდებული ფულზე, თუმცა იქამდე ფულს ნამდვილად შეუძლია ბედნიერების თუ არა, ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნების ყიდვა მაინც.

მსგავსი კვლევა წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარდა და მანაც მსგავსი შედეგი უჩვენა. შემოსავლის ზრდა კარგად აისახება ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც და იმაზეც, თუ როგორ უყურებს იგი თავის ცხოვრებას, არის თუ არა მისით კმაყოფილი. 2021 წლის კვლევის მიხედვით,  “ბედნიერების ზღვრად” ამჯერად წელიწადში 80 000$ შემოსავალი დასახელდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები