მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგული კომპანიის, LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო გახდა. ინფორმაციას “Forbes” ავრცელებს.
ამ დროისათვის არნოს ოჯახი 116.5 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ არნოს კომპანია სახელწოდებით LVMH მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა Christian Dior, Louis Vuitton, Moët & Chandon და Hennessy.
ბერნარ არნო ოჯახთნ ერთად:
ბერნარ არნოს შემდეგ, მეორე ადგილს კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და მფლობელი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისი ქონება 115.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მესამე ადგილზე კი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია 110.6 მილიარდი აშშ დოლარით.
ცნობისთვის, 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 2 200 მილიარდერია.