გასულ ზაფხულს ყველაზე უსაფრთხო ადგილად აღიარებულმა თბილისმა მოახერხა დარჩეს ქვეყნად, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდა Covid-19-მა – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც Forbes-ი აქვეყნებს.
გამოცემა ასახელებს 15 საუკეთესო ევროპულ მიმართულებას მათთვის, ვისაც “კოვიდ-19”-ის წინააღმდეგ ვაქცინა ჩატარებული აქვს. ამ კონტექსტში პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველო ღიაა ვაქცინირებული მოგზაურებისთვის კარანტინისა და დამატებითი ტესტირებების გარეშე.
გარდა ამისა, აქცენტი კეთდება საქართველოს კულტურაზე, ბუნებასა და ისტორიაზე, რომელიც როგორც მასალაშია ნათქვამი მოგზაურებს ყოველთვის ხიბლავთ.
თბილისის გარდა სიაში მოხვდა საბერძნეთის, ესპანეთის, დანიისა და სხვა ქვეყნების ქალაქები.