LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დაასახელა

206
2528739

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი ამერიკული Apple-ია. მას მეორე ადგილზე Google მოჰყვება, მესამეზე კი Microsoft იმყოფება.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 100 კომპანია მოხვდა. მათმა საერთო ღირებულებამ კი 2.54 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილზე გასული Apple-ის ღირებულება 241,2 მილიარდ დოლარს აღემატება. Google-ის ფასი 207.5 მილიარდი დოლარია, Microsoft-ის კი 162.9 მილიარდი დოლარი.

რაც შეეხება ძვირადღირებული ბრენდების სრულ ათეულს, ის ასეთია:

Apple — $241,2 მილიარდი (+17%);
Google — $207,5 მილიარდი (+24%);
Microsoft — $162,9 მილიარდი (+30%);
Amazon — $135,4 მილიარდი (+40%);
Facebook — $70,3 მილიარდი (-21%);
Coca-Cola — $64,4 მილიარდი (+9%);
Disney — $61,3 მილიარდი (+18%);
Samsung — $50,4 მილიარდი (-5%);
Louis Vuitton — $47,2 მილიარდი (+20%);
McDonald’s — $46,1 მილიარდი (+5%)

აღსანიშნავია, რომ ძვირადღირებული ბრენდების ათეულში პირველად მოხვდა Louis Vuitton. წელს მისმა ფასმა 20% –ით მოიმატა.

ათეულში შესული კომპანიებიდან, 8 ბრენდის ფასი გაიზარდა, ორის კი (Samsung-ის და Facebook-ის) შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები